კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა. ასევე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად, ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც და სხვა სასულიერო პირები.
ცოტა ხნის წინ, კავკასიის მედიცინის ცენტში საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდნენ. კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც.
ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
