დემნა გვასალია ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სკანდალური და განსხვავებული დიზაინერია, რომელიც სამოსს ერთ-ერთი ძვირადღირებული ბრენდის Balenciaga-სთვის ქმნის. მის სამოსს ჰოლივუდის უდიდეს ვარსკვლავები ფაქტობრივად ყოველდღიურად ირგებენ.
ცოტა ხნის წინ დემნამ პოპულარულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მის შემოქმედებაზე ისაუბრა:
„არ მქონია სტრატეგიული გეგმა თუ როგორ ჩავაცვამდი ვარსკვლავებს. უბრალოდ ვიწყებდი საუბრებს იმ ადამიანებთან, რომლებითაც აღფრთოვანებული ვიყავი და მინდოდა ჩემი სამოსი ცმოდათ. რატომ ახლა, როდესაც ხალხი თვლის, რომ წითელი ხალიჩის გავლენა მოკვდა? მას შემდეგ რაც მე და კიმ კარდაშიანი მეტ გალაზე ერთად გამოვჩნდით, ინტერესი BALENCIAGA-ს მიმართ 500%-ით გაიზარდა. იქნებ ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანებს უბრალოდ მობეზრდათ ნაქარგი, ნახევრად შიშველი კაბები, რომლებსაც უკვე სამ ათწლეულზე მეტია ვხედავთ.“ – დემნა გვასალია.