Monday, March 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ე.წ. ქეშბექს ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის – მისი 80% მიდის თაროს ფასის შემცირებაზე” – „კარფურის“ გენერალური დირექტორი

March 16, 2026
“ე.წ. ქეშბექს ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის – მისი 80% მიდის თაროს ფასის შემცირებაზე” – „კარფურის“ გენერალური დირექტორი

“ე.წ. ქეშბექს ანუ „რიბეითებს“ ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის. ამ „რიბეითის“ 80% უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე” – ამის შესახებ კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ პროდუქტების ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს „რიბეითები“ წარმოადგენს სერვისს, რომელსაც „კარფური“ უწევს მომწოდებლებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს.

„ჩვენი კომპანია „კარფური“ ბაზარზე შემოვიდა 2012 წელს. იმ დროს ორგანიზებული ბაზარი შეადგენდა დაახლოებით 16%-ს. ბაზარზე შემოსვლისას ჩვენ შემოვიტანეთ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც ოპერირებს „რითეილერი“ ორგანიზებულ ბაზარზე. ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც აქ ცნობილია როგორც ე.წ. ქეშბექი. თუ პირდაპირ ვთარგმნით, ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: შეიძლება აისახოს პროდუქციის თვითღირებულებაში ან არ აისახოს თვითღირებულებაში და წარმოჩინდეს მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად. დღეს საქართველოში მოქმედებს ეს ფორმატი, როდესაც ეს ფასდათმობა არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში.

ჩვენს შემთხვევაში და ზოგადად, „რითეილში“ „რიბეითს“ აქვს ორი დანიშნულება. „რიბეითის“ ორი სახეობაა: ერთი ასახავს იმ სერვისს, რომელსაც „რითეილი“ უწევს მწარმოებელს ან დისტრიბუტორებს, ეს შეიძლება იყოს პროდუქციის განთავსებაში თაროზე, ასორტიმენტის მართვაში, ბრენდის წარმოჩენაში და ა.შ. ეს არის ერთი ტიპის სერვისი და ჯგუფი „რიბეითების“. მეორე ჯგუფი კი არის, „რიბეითები“, რომლებიც დაკავშირებულია რაოდენობაზე, მოცულობის ზრდაზე.

ეს „რიბეითები“ წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მომწოდებლებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს. ამავე დროს, ამ „რიბეითებს“ ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 80 % ამ „რიბეითის“ უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე. რათა გავხადოთ პროდუქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ჩვენი სრული ასორტიმენტი 40 ათას ერთეულამდეა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესები, გამოყოფილი გვაქვს ულტრასენსიტიური და სენსიტიური კალათა. ეს არის ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომლებზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ეს პროდუქტებია: შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პასტა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია“,- განაცხადა დავით ქარქაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 17-19 მარტს საქართველოში
  • ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტით შეტევა განახორციელა, დაშავდა ერთი ადამიანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge