Monday, March 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სერიოზულად როგორ მივიღოთ, როცა ზელენსკი და სანდუ, რომლებმაც პარტიები გააუქმეს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ სარჩელი გამოვიტანოთ?” – შალვა პაპუაშვილი

March 16, 2026
“დღეს ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ხელისუფლების გარედან შეცვლას” – შალვა პაპუაშვილი

კონტექსტი არის ასეთი, რომ ეუთოს წევრი ქვეყნების უმცირესობამ 57-დან 24-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით, დააინიცირეს ეს პროცესი – აბსოლუტურად სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ შექმნას საინფორმაციო ხმაური, – ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა.

ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, დასკვნის ერთ-ერთი რეკომენდაციაა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის უკან გამოტანა, რასაც მხარი უკრაინამ ადა მოლდოვამ დაუჭირეს, რომლებსაც, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, უკრაინის შემთხვევაში -22, მოლდოვის შემთხვევაში კი 3 პარტია ჰყავს გაუქმებული.

„ერთი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, ეს სარჩელი გამოვიტანოთ. ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა უკრაინამ, რომელსაც 22 პარტია აქვს გაუქმებული ბოლო სამ წელიწადში და მოლდოვამ, რომელსაც სამი პარტია აქვს გაუქმებული არჩევნებამდე სამი დღით ადრე. ახლა მითხარით, ეს სერიოზულად როგორ მივიღოთ, როდესაც ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი? თან შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ისე გააუქმა პარტიები, რომ ეს გააკეთა მთავრობამ და მერე იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო კომისიას ჩაახსნევინეს პირდაპირ მათთვის არასასურველი ორი პარტია. ასე რომ, როდესაც ზელენსკი და სანდუ ჩვენ გვეუბნებიან და გვასწავლიან ჭკუას პარტიებთან დაკავშირებით, მე მგონი, მათ დირეზე უნდა მივუთითოთ. ესეც ხომ აჩვენებს, რამდენად ფარისევლური არის მთლიანად ეს პროცესი, რომელიც ჩანს, რომ კოორდინირებული იყო?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საკითხის კოორდინირებულობაზე ისიც მიუთითებს, რომ 100-გვერდიანი დასკვნა მოამზადა პოლონეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ექსპერტმა.

„აღმოჩნდა, რომ ადამიანს, რომელიც აქ ორი დღე იყო ჩამოსული, არანაირი შეხება საქართველოსთან პროფესიული სახით არ ჰქონია, რომ ცოდნა ჰქონდეს საქართველოზე, ორი დღე იყო აქ და შემდეგ 100-გვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. რა თქმა უნდა, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ეს ერთი ადამიანი კომპეტენტური იყო იმდენად, რომ დაწყებული გამოხატვის თავისუფლებიდან და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით, ამაზე 100- გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში. შემდეგ მოგვაწოდეს ეს პროექტი, რის საპასუხოდაც წინა სამშაბათს 100 -გვერდიანი პასუხი დაიწერა, იყო შენიშვნები და კომენტარები და ხუთშაბათს გამოვიდა პირდაპირ სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი, რაც აჩვენებს, რომ მას წაკითხულიც კი არ ჰქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ეს ერთი მხრივ აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის კომპილაცია იმ სურვილებისა და განზრახვებისა, რომლებიც ინიციატორ ქვეყნებს ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი იმისთვის, რომ რაღაც ფორმა მიეცათ. მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, შარშან გაეროში დაყენებული იყო კანდიდატურად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, სტიპენდიებს იღებდა. რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით. კონტექსტი არის ასეთი, რომ ეუთოს წევრი ქვეყნების უმცირესობამ 57-დან 24-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით, დააინიცირეს ეს პროცესი. პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ მისი ექსპერტი ყოფილი მომხსენებლად. მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზე დაფუძნებული. ამ დოკუმენტს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ შექმნას საინფორმაციო ხმაური. აბსოლუტურად სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია. არის საკითხები, რაც თავისთავადია და არავისი, მით უმეტეს, პოლონეთს ხელისუფლების შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება. გამოუშვით პატიმრებიო და სია რატომ არ არის? იმედი მქონდა, რომ იქნებ თანდართულად ყოფილიყო სია, ხომ წერია, რომ გაათავისუფლეთ პატიმრები, განსაკუთრებით პოლიტიკოსებიო. რა მაინტერესებს იცით – ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს? ამ სიაშია ტერორისტი? როგორც კი ერთი სახელი და გვარი გამოჩნდება და იტყვიან ერთ სახელსა და გვარს, ნახავენ, რომ ყველასთან დაკავშირებით არსებობს დანაშაულის მტკიცებულებები. ეს ყველაფერი არის დიდი აფერა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელის არმიამ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო
  • პრეცედენტი არ არის მსოფლიოში… მეშინია, ფასები არ გაიქცეს – ლაშა პაპაშვილი პლასტიკის აკრძალვაზე
  • ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge