დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დროებითი შეჩერება ხელისუფლებამ გამოაცხადა, როგორც „სიფრთხილის ზომა ყველა მგზავრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
მედიის ინფორმაციით, მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხანძარზე მას შემდეგ რეაგირებდნენ, რაც „დრონთან დაკავშირებულმა ინციდენტმა“ საწვავის ავზი დააზიანა.
ამასთან, მგზავრებს ფრენებთან დაკავშირებული სიახლეების მისაღებად ავიაკომპანიებთან დაკავშირებას ურჩევენ.
