“რუსეთს ტყუილად ჰგონია, რომ ირანის ომი მას უკრაინაში ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს” – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
“რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში ზავისკენ მოწოდებები ძალიან უცნაურია – წლებია, ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს. […] რუსეთს ტყუილად ჰგონია, რომ ირანის ომი მას უკრაინაში ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს” – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
