“საქართველოს რეჟიმი რუსულ გავლენას ატარებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, ზღუდავს საპროტესტო აქციებს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობის შესახებ“ – წერია ევროპარლამენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
12 მარტს ევროპარლამენტმა ოცნების წევრების დასანქცირებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გმობს “ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას” და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ასევე დოკუმენტი მოითხოვს გამოძიებული იქნას “დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები”. ასევე, გამოძიებული იქნას “დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები”. ტექსტში დაგმობილია “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში დამტკიცებული კანონები, რომელიც “ზღუდავს ფუნდამენტური თავისუფლებებს, პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტსა და განსხვავებულ აზრს”.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feuropeanparliament%2Fposts%2Fpfbid02znQZ8HK9x63RETq7BvcwwufCgHRfqazNfyt8QoANXEVYLiKtkrSxfdY4B8dcjyZrl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”673″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
