“დღეს დილით შევიტყვეთ აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ეხება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია… ” – განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე.
“სამწუხაროა, რომ რუსეთი კვლავ არ ავლენს მოლაპარაკებების სურვილს, ამიტომ ჩვენ მოსკოვზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. დღეს დილით შევიტყვეთ აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ეხება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია… ამჟამად პრობლემა დაკავშირებულია ფასებთან და არა მიწოდებასთან. ამ მხრივ მაინტერესებს, კიდევ რა ფაქტორებმა უბიძგა აშშ-ის მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ… ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, გერმანია ამ ომის მონაწილე არ არის და ჩვენ არც გვსურს გავხდეთ” – ფრიდრიხ მერცი.
12 მარტს აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები 1 თვით გააუქმა და ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ.
