კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელსაც კუჭის ოპერაციის შემდეგ, დამცავი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარება დასჭირდა და რამაც მძიმე შედეგებამდე მიიყვანა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.
“ამერიკიდან დამიკავშირდა ცნობილი ექიმი, შევასრულე მისი მითითებები. ყველა ვიტამინი მქონია ნულზე, ამიტომ გავხდი დავრდომილი.
დავიწყე მკურნალობა. მე-5 დღეა ფეხზე ვდგები, თავბრუ აღარ მეხვევა, ძველი სიხარულის შეგრძნებები მომდის, მომენტალურად მახსენებს თავს.
დღეს ინსტრუმენტთან მივედი. ლამაზი მელოდია შევქმენი (ნეტავ, ეგ რომელი ვიტამინის დამსახურებაა? იმიტომ, რომ ჩვიდმეტს ვსვამ ერთად) ისე მიხარია, რომ მალე გამოვაღწევ ამ დასაწვავი ლოგინიდან და შევუდგები ჩემს საყვარელ საქმეს ბედნიერი და მშვიდობიანი დღე ყველას”, – წერს კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/27612-2/