დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
„თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის გარდაცვალება დადასტურებულია“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ინციდენტის გარემოებები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
„თვითმფრინავის დაკარგვა არც მტრის და არც მეგობრული ცეცხლის შედეგი არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ – „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.
