ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 10 მარტს დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, 1968 წელს დაბადებულ ემზარ ბაღიშვილს, რომელსაც “აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა” ჰქონდა, 12 მარტს “ჯაშუშობის” ბრალდებით აღუძრეს საქმე. ის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს
ბაღიშვილს ეჭვმიტანილად აცხადებენ „რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში“.
