Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი თავს დაესხა, ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ

March 12, 2026
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი თავს დაესხა, ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს ინფორმაციას, რომ საკრუინგო კომპანიისგან მიიღო ცნობა, რომლის მიხედვითაც გემზე, ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავს, ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ.

უწყების ცნობით, მეზღვაურები ამჟამად უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.

“საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, რომ ერაყის რესპუბლიკის წყლების მიმდებარედ ტანკერზე 11 მარტს მოხდა ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია დრონით თავდასხმასთან.

საკრუინგო კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ამჟამად უსაფრთხოდ არიან. გემთმფლობელი კომპანია და სადაზღვევო კომპანია ჩართულნი არიან პროცესში და მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებული იქნება ყველა ზომა საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით”- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავს, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.

გამოცემა წერს, რომ თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა – ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო.

ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც დაადასტურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში
  • “ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძალიან დეტალური აღრიცხვები მიმდინარეობს სპეციალისტების მხრიდან… გარშემოც ნახულობენ არის თუ არა საფრთხეები” – ნინო ჩხობაძე “მეტრონომთან”
  • ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური კომერციული დანიშნულების ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge