ისრაელის საჰაერო ძალები განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირანში დაახლოებით 70 ტერორისტული სამიზნე დაიბომბა.
“დაახლოებით 70 ტერორისტული სამიზნე დაიბომბა, მათ შორის ტერორისტული ინფრასტრუქტურა, იარაღის საწყობები, ცენტრალური შტაბები, ტერორისტების ძირითადი ობიექტები და ბეირუთში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების შტაბ ბინა… ასევე დაიბომბა “თალეგანის” ობიექტი, რომელსაც ირანის რეჟიმი ბირთვული იარაღის შესაძლებლობების გასავითარებლად იყენებდა. ეს კომპლექსი 2000-იან წლებში ფარული პროექტის, AMAD-ის ფარგლებში, ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაქმნელად და საიდუმლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენებოდა” – ვკითხულობთ ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.
