ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში 35 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებულ გოგი ბარამიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.
ცნობისთვის, საუბარია 2025 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეზე. ხელვაჩაურში სოფელ ერგეში 35 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს.
