Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვლადიმერ ღუდუშაური აღიარებს დანაშაულს და მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება” – ადვოკატი

March 12, 2026
“ვლადიმერ ღუდუშაური აღიარებს დანაშაულს და მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება” – ადვოკატი

ვლადიმერ ღუდუშაური აღიარებს დანაშაულს და მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ ღუდუშაურის დღევანდელი ჩვენების შემდეგ, შესაძლოა, ბრალდების მხარეს, საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს. როგორც მოწმემ განმარტა, მისთვის, ამ ჩვენების მიცემა განაპირობა, საქმის მასალების გაცნობამ, მათ შორის ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმების გაცნობამ. ჩემთან კონსულტაციის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ სიმართლე ეთქვა და ოქტომბერში მისცა ჩვენება, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და ახლა გირაოს ქვეშაა.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური დიალოგი არ გვაქვს, არც არაოფიციალური, მაგრამ მზაობა და სურვილი არის ნებისმიერი ბრალდებულის, რომ საშეღავათო პირობებით დასრულდეს საქმე.

ვლადიმერ ღუდუშაური აღიარებს დანაშაულს და მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება.

დღევანდელი ჩვენების შემდეგ შესაძლოა, მივმართოთ საპროცესო შეთანხმებისთვის, ბრალდების მხარეს“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კარავის დაწვის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებისკენ მიმავალ ცენტრალ გზას ნაპრალები გაუჩნდა
  • ხელვაჩაურში 35 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge