მოსკოვში მობილური ინტერნეტის ფართომასშტაბური გათიშვაა, რომელიც ერთი კვირაა გრძელდება – ინფორმაციას Nexta ავრცელებს და წერს, რომ ინტერნეტის სრულმა გათიშვამ მოსკოვში ბიზნეს სერიოზული ზიანი მიაყენა. გამოცემის ცნობით, ბიზნესმა ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაკარგა. ზარალის ფარგლებში დაზარებულ სექტორებს შორისაა ტაქსები, კურიერული სერვისები და საცალო ვაჭრობის ბიზნესები. Nexta-ს ცნობით, ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე მოხდა და ხელისუფლებამ ამის მიზეზები არ განმარტა. გამოცემის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მოსკოვი „თეთრი სიის“ ტექნოლოგიას ცდის, სადაც წვდომა მხოლოდ გარკვეულ რესურსებზეა შეზღუდული.
“რაც შეეხება ბიზნესისთვის ამით გამოწვეულ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ეს შემდგომი ანალიზის საგანია. სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება გარკვეული რესურსების თეთრ სიებში დამატების თემა. გამოცდილების გაანალიზებისას შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა ხერხი იმ პრობლემებისთვის გადასაწყვეტად, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ შეზღუდვებს ახლავს თან.” – თქვა პესკოვმა.
