Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში” – ლევან მაჭავარიანი

March 12, 2026
“ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი, ამას მიჰყვებიან – მგონია, რომ მაინც რაციონალურად იმოქმედებენ” – ლევან მაჭავარიანი უვიზო მიმოსვლაზე

ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს მავნებლურად აბრალებდნენ სხვადასხვა საკითხს, რათა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, როგორ აქციებს მართავდნენ „რადიკალები“ და ენჯეო-ორგანიზაციები რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების გამო.

მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროტესტები იმ დროსაც იმართებოდა, როდესაც საქართველომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნაზე უარი თქვა. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი პირდაპირ ომში ჩართვას გულისხმობდა.

მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველა ნაბიჯს ისე დგამს, რომ ქვეყანას საფრთხე ააცილოს.

მაჭავარიანმა გაიხსენა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალავე, მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, დე ფაქტო სანქციები დაუწესეს, თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერი სახის შანტაჟის და წნეხის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტად დარჩება.

„ის გავიხსენოთ, რომ გამოვიდნენ უკრაინის უპასუხისმგებლო ლიდერები, თქვენი შეიარაღება გადმოგვეცითო, ესენი არ იყვნენ, ვინც აქციებს გვიწყობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება გადაეცითო?! – შე დალოცვილო, ნახევარი დასავლეთი უკრაინას აიარაღებს და მე რატომ გადავცე? ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, ვიცით, რომ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და ბევრი რაღაც კიდევ უკეთესად არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში – პირდაპირ ვაღიარებ და ყველა ჩემი თანაგუნდელი აღიარებს. მაგრამ, რაც უნდა დავაფასოთ, ის არის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გამოიწვევს საფრთხის გაზრდის ალბათობას საქართველოში.

ყველანაირ წნეხს, ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს ვუძლებთ – ბოლო ოთხი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ბიძინა ივანიშვილს, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, ორი მილიარდი დაუყადაღეს, ესეც არავის დაავიწყდეს, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც, ამ წნეხსაც გაუძლო. რა ზეწოლები, როგორი პირდაპირი მუქარები მოდიოდა ჩვენი გუნდის მიმართულებით ამ ოთხი წლის განმავლობაში – ყველაფერს გავუძელით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ საქართველოში.

როგორიც არ უნდა იყოს წნეხი, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, გამორიცხულია – ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი და ერთადერთი გარანტი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაბული ქვეყნებიდან სამშობლოში საქართველოს 558 მოქალაქე დაბრუნდა” – ირაკლი კობახიძე
  • 2025 წელს ბათუმში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლები 22,7 მილიონი ლარით დააჯარიმეს
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge