შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება სურს. ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დღევანდელი აღიარების შემდეგ, შესაძლოა პროკურატურას დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართოს.
“მან გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე და ოქტომბერში მისცა ეს ჩვენება. ამ ჩვენების მიცემის შემდეგ მას ბრალდების მხარემ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება და როგორც იცით, ის იმყოფება ახლა გირაოს ქვეშ. საპორცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური მოლაპარაკება არ გვაქვს , არც არაოფიციალური მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. სურვილი და მზაობა არის რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბრალდებულის, რომ საშეღავათო პირობებით დასრულდეს ეს საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი არის (საპროცესო შეთანხმება). ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, როგორც მოისმინეთ თქვენ თვითონაც და ბუნებრვია გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე დასრულდება საპროცესო შეთანხმებით. დღევანდელი ჩვენების შემდეგ შეიძლება მივმართოთ (პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით)” – განაცხადა ადვოკატმა.
