Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებელი კვლევისთვის 518 167 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

March 12, 2026
ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებელი კვლევისთვის 518 167 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებელი კვლევისთვის 518 167 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ბათუმელები ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. „საქაერონავიგაციის“ განმარტებით, მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის მიზეზი ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერების უარყოფითი შედეგით დასრულებაა. გამოცემის ინფორმაციით, ოცნებამ მომსახურების შესყიდვა 2026 წლის ივნისამდე დაავალა, უწყების განცხადებით, ტენდერის გზით პროცედურების დასრულება ამ ვადაში ვეღარ მოხერხდება.

“ელექტრონული ტენდერით ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა, შესყიდვის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან, რაც თავის მხრივ პირდაპირ ბმაშია მომსახურების გაწევის ვადებთან…“ – წერს „საქაერონავიგაცია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან წარდგენილ განაცხადში.

„საქაერონავიგაცია“ შეისყიდის მომსახურებას: ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული ზედაპირების შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრის სააერნაოსნო კვლევას.

მიმწოდებელმა კვლევა ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვის ვადაში უნდა დაასრულოს. „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი თავდაპირველად 623 ათას 356 ლარით გამოაცხადა, ხელახალი ტენდერი კი – 523 ათას 367 ლარით. ორივე შემთხვევაში მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ორივე მათგანს ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ბათუმელების ინფორმაციით, პირველ ტენდერში გერმანული კომპანია airsight GmbH მომსახურებას 623 356 ლარად სთავაზობდა, ხოლო თურქული HARİTAEVİ HAVACILIK MÜHENDİSLİK ANONİM ŞİRKETİ – 164 700 ლარად. მეორე ტენდერში კი გერმანული კომპანიის შეთავაზება 518 167 ლარი იყო, თურქულის კი – 517 977 ლარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება – რა იცვლება?
  • გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge