Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან მდგარი კარვები, სადაც მოქალაქეები წელიწადზე მეტია ღამეს ათევენ, დღეს დილით აიღეს

March 12, 2026
პარლამენტის შენობასთან მდგარი კარვები, სადაც მოქალაქეები წელიწადზე მეტია ღამეს ათევენ, დღეს დილით აიღეს

პარლამენტის შენობასთან მდგარი კარვები, სადაც მოქალაქეები წელიწადზე მეტია ღამეს ათევენ, დღეს დილით აიღეს – ამის შესახებ აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია აცხადებს:

“ღამის 2 საათია და ზემოდან დაცვის ბიჭმა თქვა, რას ეკიდება ესო. კარავს ცეცხლი ეკიდა, მერე მივედი წყალი დავასხი და ჩავაქრეთ. ამ დილით 7 საათზე პოლიცია თაბუკაშვილიდან მოვიდა, თითქოსდა ყაჩაღები ჰყავდათ აქედან ასაყვანი. გამობრძანდით გარეთო, მე ვუთხარი რატომ უნდა გამოვიდე, რის საფუძველზე. ვზივარ ერთ წელზე მეტია და რატომ უნდა გამოვიდე-თქო. ტელეფონი მეჭირა ხელში გამომგლიჯა ხელიდან, მერე ორმა პოლიციელმა მომკიდა ხელი გამომათრიეს, ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს ახლა არ ინერვიულოთ ამ მანქანით წაგიყვანთ და ამ მანქანით მოგიყვანთო. აი ახლა მოვედი, 4 საათი გავიდა ამდენი ხანი მაყურყუტეს პოლიციის განყოფილებაში.
ვერავის ხელს ვერ დავადებ, რა თქმა უნდა, აქ ყოველდღიურად მოდიოდა ხალხი, რომლებსაც ძალიან აწუხებდათ, რომ ჩვენ კარავში ვიყავით, აგზავნიდნენ რა თქმა უნდა მისიით. გუშინ მაგალითად და გუშინწინ ერთი ახალგაზრდა გოგო იყო შევიდა კარავში გამოიტანა ქურთუკი ჩაიცვა, ვითომ მუნჯი იყო ისე გაასაღა თავი და ახლა უკვე ისეთი ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად გააკეთეს იმიტომ, რომ ამ კარვების აღება უნდოდათ, სხვა ვერაფერი მეთოდი ვერ მოძებნეს ამ ლაჩრებმა, რომ მაინცდამაინც არ დაეწვათ და ეს საცოდავი ხალხი არ ამომწვარიყო იქ.
მე მაგალითად არ ვაპირებ ადგომას აქედან.
დაზარალებული არავინ არ არის დროზე გაეღვიძა იმ ბიჭს, აქრობდა ნაჭრით, რომ მივედი წყლები დავასხი, დაზარალებული არავინ არ არის, მაგრამ ამაზე მეტი ზარალი რა უნდა მომაყენო ახლა ჩემი ტანსაცმელი ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, რაც ჩემი იყო ყველაფერი წაიღეს. ამის უფლება, როგორ ჰქონდათ… საიდან ექნებოდა გამათბობელი, არანაირი დენის წყარო არ გვქონდა.
შეგნებულად არის გაკეთებული ვრწმუნდები, ამ დილით, რომ მოვიდნენ ეს პოლიციელები და სხვა ხალხი მივხვდი, რომ ეს არის შეგნებულად გაკეთებული და ვუთხარი კიდეც, თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ, სხვა მეთოდი ვერაფერი მოძებნეთ ამ კარვები ასაღებად და ახლა ამ კარვებსაც აიღებთ. მე ბრძოლას არ შევწყვეტ, ფეხზე დამდგარი, სანამ შევძლებ, სანამ არ მოვკვდები აქედან ვერავინ ვერ გამიყვანს, თუ გამასვენებენ. ტელეფონი ჩამომართვეს და ისეა არეულ-დარეული, რომ ვერავის ვერ დავურეკე. ყველა სახელი, გვარი ამოღებულია ტელეფონიდან, გამოშიგნულია” – ამბობს დარეჯან ცხვიტარია “ინ რადიოსთან”.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • კობახიძის თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება – რა იცვლება?
  • გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge