Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეპშტეინი გოგონების დასაქირავებლად სამოდელო აგენტს იყენებდა” – ბიბისი

March 12, 2026
“ეპშტეინი გოგონების დასაქირავებლად სამოდელო აგენტს იყენებდა” – ბიბისი

ეპშტეინი გოგონების დასაქირავებლად სამოდელო აგენტს იყენებდა, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ მათ ტრეფიკინგის მსხვერპლმა ქალებმა და მათმა ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

ერთ-ერთი მსხვერპლის თქმით, 2004 წელს, როდესაც 16 წლის იყო, ბრაზილიის სოფელში ცხოვრობდა და სამოდელო სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამდა. მისივე განცხადებით, ფრანგი სამოდელო აგენტი ჟან-ლუკ ბრუნელი მის ოჯახს ეწვია, რათა დედას გოგონასთვის ეკვადორში სამოდელო კონკურსზე წასვლის უფლება მიეცა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, BBC News Brasil-ის გამოძიებამ მიაკვლია მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც, ბრუნელი იმ დროს იყენებდა სამოდელო სააგენტოებს, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ სამხრეთ ამერიკელ ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს ეპშტეინისთვის, მათ აშშ-ში გასამგზავრებლად ვიზებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდნენ.

მოგვიანებით, სამოდელო აგენტმა ციხეში თავი მოიკლა, როდესაც ის გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და ჯეფრი ეპშტეინისთვის გოგონების დაქირავებაში დაადანაშაულეს.

„ბიბისის“ ცნობით, დასავლეთ ევროპიდან კიდევ ერთი კონკურსანტი, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო, იხსენებს, როგორ დაეხმარა ბრუნელი მას დოკუმენტების მოგვარებაში და აღნიშნა, რომ მოდელებთან მისი საქციელი უჩვეულოდ მიაჩნდა.

„უცნაური იყო მისი ქცევა, ის ყოველთვის ახალგაზრდა ბრაზილიელ გოგონებთან ერთად ერთობოდა. კლოუნივით იქცეოდა და მხოლოდ საკმაოდ ახალგაზრდა გოგონებთან ერთად ერთობოდა. როგორც ჩანს, ბრაზილიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გოგონები მთავარი სამიზნე იყვნენ“, – ამბობს ის.

კიდევ ერთი ბრაზილიელი ქალი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ ბრუნელმა და მისმა სამოდელო ბიზნესმა დიდი როლი ითამაშა ეპშტეინთან მისი ურთიერთობის ხელშეწყობაში. ის იხსენებს, რომ ეპშტეინთან ოთახში როცა შევიდა, მან ტანსაცმლის გახდა სთხოვა.

ცნობისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფოტოებში ფიგურირებენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი პოპმომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე!” – თინა ბოკუჩავა
  • ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge