12 მარტის ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა – მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. მეზღვაურები ამბობენ, რომ ეს იყო ტერაქტი და გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო ტელევიაიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანჯერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშიც მცურავ Zefyros-ს ქართველი კაპიტანი ჰყავდა – ამ გემზე ჯამში 23 ქართველი მეზღვაური იყო.
ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილები და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის გარდაცვალება – მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება.
“მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა “ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით” და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე – ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები” – უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაური ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.
ის ამბობს, რომ მისი ქმარი ამ გემზე უკვე 6 თვეა მუშაობს და რომ არა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, ის 10 მარტს საქართველოში უნდა ყოფილიყო.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Zefyros-ს სავარაუდოდ ირანული საწვავი გადაქონდა.
