Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – შალვა პაპუაშვილი გივი თარგამაძეზე

March 12, 2026
“სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – შალვა პაპუაშვილი გივი თარგამაძეზე

“სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან – არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე” – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, „ესენი არიან მოღალატე ჭორიკანები“.

„სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკანები, თან მოღალატე ჭორიკანები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას.

როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ახალი ომები იწყება, ახალი კონფლიქტები იწყება, ჩვენი მეხუთე კოლონა გამოდის და პირდაპირ სამიზნეებს აძლევს… ლამის კოორდინატების დონეზე აძლევს: ამას ესროლე, იმას დაარტყი, ამას დაესხი თავს, ეს ქენი, ის ქენი. ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა.

2022 წელს ომი როცა დაიწყო, თითქოს აქ რუსული დივერსანტები იყვნენ შემოსულები და კედლებზე რაღაცებს ხატავენო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიღაც ხელოვანი კატას ხატავდა. ზუსტად ეს დივერსანტები გვყავს შიგნით, რომელიც წლების განმავლობაში კვებეს ფულით. იმიტომ არის დღეს ასეთი აგრესია დონორებისგან რომ იციან, ეს არხები გაჩერდება საქართველოს შიგნით მეხუთე კოლონის და მოღალატეების დაფინანსებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ის უწყებაში უკვე მივიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თავს გვაცოდებდნენ, ვშიმშილობთო და უსინდისო პატიმრები აღმოჩნდნენ: კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან ” – შალვა პაპუაშვილი
  • “ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი და მე ხალხის უმრავლესობა მიჭერს მხარს” – მიხეილ სააკაშვილი
  • “ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში” – ლევან მაჭავარიანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge