ტაილანდის გემი ჰორმუზის სრუტეში ჭურვებით დაიბომბა – ინფორმაციას Iran International-ი ტაილანდის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 მეზღვაური დაიკარგა, ხოლო 20 გადარჩა. მეზღვაურებმა გემი მიატოვეს და სამაშველო გემით ომანის სამხედრო საზღვაო ძალებმა აიყვანეს.
სამინისტროს ცნობით, გემის უკანა ნაწილში აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, სადაც 3 დაკარგული მეზღვაური მუშაობდა. არსებული ვარაუდით, დაბომბვა ირანის მხრიდან განხორციელდა.
