ლევან ჯანგველაძის მვლელობაში მსჯავრდებული გელა უძილაური სასამართლოშია – ის დღეს “კანონიერი ქურდის” ძმის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე მისცემს ჩვენებას, სადაც ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან.
ის ბრალდების მხარის მოწმეა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
