რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, პუტინმა ალიევს მადლობა გადაუხადა ირანიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
“ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე სიტუაციაზე აზრთა გაცვლისას, ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საომარი მოქმედებების მალე შეწყვეტასა და ამჟამინდელი მწვავე კონფლიქტების პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით დარეგულირებას” – იტყობინება კრემლი.
