Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

კანადის ქალაქ ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს ესროლეს

March 11, 2026
კანადის ქალაქ ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს ესროლეს

კანადაში, ქალაქ ტორონტოში, უცნობმა პირებმა აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, ოფიციალური პირები შემთხვევას „ეროვნული უსაფრთხოების ინციდენტს“ უწოდებენ.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, სროლა სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა.

ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, ფრენკ ბარედომ განაცხადა, რომ ადგილზე ჭურვები და შენობის დაზიანება აღმოაჩინეს. მისივე თქმით, დილით ადრე თეთრი მანქანა აშშ-ის საკონსულოს მიუახლოვდა, ორი მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და შენობას ესროლა.

პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით, მოგვიანებით, ისინი მანქანაში დაბრუნდნენ და გაიქცნენ. შენობაში მყოფი პირები არ დაშავებულან.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტორონტოსა და ოტავაში აშშ-ისა და ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დამატებითი უსაფრთხოების ზომებია დაწესებული.

ონტარიოს პრემიერმა, დაგ ფორდმა შემთხვევას „ძალადობისა და დაშინების აბსოლუტურად მიუღებელი აქტი“ უწოდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ინფორმირებული არიან ინციდენტის შესახებ და ადგილობრივ სამართალდამცავებთან კოორდინაციით, ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

როგორც მედია წერს, 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ტორონტოში რამდენიმე შენობას ესროლეს, მათ შორის ებრაულ სინაგოგებს. არცერთი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
  • თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა
  • ტყვიით დაჭრილი ძაღლი, სიღნაღიდან ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge