ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 მარტს, 10:00-იდან 10:45 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი, ნავაზარი, სელექცია, წილკანი. 11:00-იდან 17:00 საათამდე – აბონენტებს საგურამოში, გაზის დასახლებაში, წიწამურში, ახალსოფელში. 13:00-იდან 15:00 საათამდე – აბონენტებს ქ.მცხეთაში გიორგობიანის, აღმაშენებლის, არმაზის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, არმაზი, ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე. 13:00-იდან 13:10 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, სასხორი, ნიჩბისი. 16:10-იდან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში მშვიდობის, ავჭალის, ანდრონიკაშვილის, სვიმონ შოთაძის, აფხაიძის, ბელთაძის, ენერგეტიკოსების ქუჩებზე.
13:30-იდან 15:00 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში.
15:00-იდან 18:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში შერმადინის, ნურადინ-ფრიდონის, ხატაეთის, ჯანიაშვილის, თინათინის, ტარიელის ქუჩებზე, ქედის ბოლოს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
