სამი დღის განმავლობაში (9-11 მარტი) საქართველოს ყველაზე პატარა ასაკის, 15-წლამდელთა ნაკრები ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, სანდრო კობახიძის მთავარი მიზანი ნაკრებისთვის მოთამაშეების შერჩევაა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკის ფეხბურთელები უკვე იწყებენ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადებას, რომელიც 2027 წლის შემოდგომაზე გაიმართება. უახლოეს პერიოდში გუნდი ერევანს ეწვევა, სადაც მაისში უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს.
U15 | შემადგენლობა:
მეკარეები: დავით ორმოცაძე, ალექსანდრე ასამბაძე (ორივე – სფფ ქუთაისის აკადემია), დანიელ ქარაია („ლოკომოტივი თბილისი“).
მცველები: დემეტრე ფანცულაია, ლუკა ვაშაკიძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, მათე ეთერია (ყველა – „დინამო თბილისი“), ალექსანდრე ბადურაშვილი, ბადრი შალიკიანი (ორივე – „იბერია 1999“), საბა ბეჟანიძე („ინტერი“), ლაშა ქობალავა (სფფ ქუთაისის აკადემია), გიორგი ნიჟარაძე („ლოკომოტივი თბილისი“).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), საბა წიწილეიშვილი (სფფ ქუთაისის აკადემია), ავთანდილ ტაბიძე („სამტრედია“), დავით ფეტვიაშვილი („ატლეტიკი თბილისი“), ცოტნე ცხელიშვილი („გლდანი“), ერიკ სარქისიანი („იბერია 1999“).
თავდამსხმელები: დემეტრე ჯანაშია, სერაფიმე კაზაროვი (ორივე – „დინამო თბილისი“), გაბრიელ მუჯრიშვილი („იბერია 1999“), ოთარ ოთარაშვილი („სართიჭალის შტურმი“), გიორგი მაისურაძე („სელერო“), მურაზ ჩულოევი („ინტერის“ აკადემია), დავით ჭაბუკიანი („ლოკომოტივი თბილისი“), შალვა კაკულია („გლდანი“), იუსუფ თალავერდიევი („ატლეტიკი თბილისი“).
