შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს.
“დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
