Sunday, August 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა ერთნაირსქესიანი კავშირი ოჯახად

March 9, 2026
მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა ერთნაირსქესიანი კავშირი ოჯახად

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად, – ამის შესახებ ორგანიზაცია Insight LGBTQ-ზე დაყრდნობით „რბკ- უკრაინა“ წერს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარყო მოძრაობა „ყველა ერთად“-ის საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ორი მამაკაცის ერთ ოჯახად ცხოვრება.

საქმე ეხება ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის, ზორიან კისისა და საზოგადოებრივი აქტივისტის, ტიმურ ლევჩუკის ურთიერთობას. როგორც მედია წერს, ისინი ერთად ცხოვრობენ 2015 წლიდან. 2021 წელს წყვილი აშშ-ში ოფიციალურად დაქორწინდა, თუმცა უკრაინის კანონმდებლობა ასეთ კავშირებს არ აღიარებს.

2024 წელს ზორიან კისი დაინიშნა ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უარი თქვა მისი პარტნიორის, ოჯახის წევრის სტატუსით, ისრაელში გადასვლის უფლების გაცემაზე.

კისმა სასამართლოს მიმართა. 2025 წლის ივნისში კიევის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ პირველად აღიარა, რომ წყვილი ფაქტობრივ ქორწინებით ურთიერთობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, მოძრაობა „ყველა ერთად“-მა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა, თუმცა ის მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს არ დაკმაყოფილდა.

მედია განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას არ აკანონებს, თუმცა ადგენს ერთ ოჯახად თანაცხოვრების ფაქტს ანუ ფაქტობრივ ქორწინებით ურთიერთობას.

Insight LGBTQ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „უდიდეს პრეცედენტს“ უწოდებენ:

„ვერც ერთი ჰომოფობიური ან კონსერვატიული ორგანიზაცია ვეღარ გამოიყენებს სასამართლოებს ინსტრუმენტად ლგბტქ+ ადამიანების წინააღმდეგ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად ან მათი დევნისთვის „საზოგადოებრივი მორალის“ მოტივით. სახელმწიფომ დაიცვა პირადი ცხოვრების საზღვრები“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გაჩერებას არ ვაპირებ და იქამდე ვაპირებ ბრძოლას, სანამ არ გავიმარჯვებთ” – რას აცხადებს ცოტნე მირცხულავა
  • “ხალხო ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები“ – ეკა კუპატაძე
  • ყვარელში თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლაზე არასრულწლოვნის დაღუპვის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge