გიორგი მიქაუტაძის „ვილიეარეალმა“ ლა ლიგაში „ელჩეს“ უმასპინძლა და აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი 2:1 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს თამაშამდე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს. მაგრამ ამჯერად გიორგი მიქაუტაძემ საგოლე მოქმედებით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
მასპინძლები პირველივე ტაიმში ბიუქენენის და მოურინიოს გოლებით დაწინაურდნენ და, ბოლოს გაშვებული გოლის მიუხედავად, 3 ქულა მოიპოვეს. ლა ლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ (54) მეოთხე ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში კი ქართველების „მეცი“ ერთ-ერთ ლიდერს, „ლანსს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი შეცვლაზე (72-ე წუთიდან) შევიდა, ხოლო გიგი აბიაშვილი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ამ წაგების შემდეგ „მეცი“ 13 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე დარჩა და პლეი ოფის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
