თბილისი – ზუგდიდის მატარებელი კასპთან მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა.
ინფორმაციას მგზავრები ავრცელებენ. მათი თქმით, ამ წუთებში ადგილზე ტექნიკურ ჯგუფს ელოდებიან.
საქართველოს რკინიგზაში განაცხადეს, რომ მატარებელი 45 წუთია, რაც გაჩერებულია, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება, ალტერნატიული ტრანსპორტის საჭიროება კი არ არის.
