გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის წინააღმდეგ დღეს პირველი საპასუხო შეტევა განახორციელეს .
The Jerusalem Post წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საემიროებმა იერიში მიიტანეს ირანის წყლის გადამამუშავებელ ობიექტზე
გამოცემა წერს, რომ აბუ-დაბი ამ დრომდე განიხილავდა, უნდა ეპასუხა თუ არა იმ თავდასხმებისთვის, რომლებსაც ირანი ყურის სხვა ქვეყნებთან ერთად მათზეც ახორციელებდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა 28 თებერვალს იერიშები წამოიწყეს.
