Reuters – შშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა.
გამომცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაურდნობით წერს, რომ სამხრეთ მიჩიგანში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად სულ მცირე 4 ადამაინი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ძლიერი შტორმისა და უამინდობის გამო განადგურდა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა ავტომობილები. მათივე ცნობით, ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
