“დაიცავი განათლება” – თბილისში კიდევ ერთი აქცია ჩაინიშნა. 9 მარტს ქუჩებში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები გამოდიან.
მსვლელობა 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე გაიმართება. იქნება სიტყვით გამოსვლები.
” ქართული ოცნების” განათლების რეფორმა საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს – წერია განცხადებაში, რომელიც პროფესორებმა განათლების სამინისტროს წინ რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეს.
