დღეს ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
რამდენიმე წუთის წინ თბილისში ევროკავშირის საელჩომ გაავრცელა დეტალები, სადაც არის დასაბუთება, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველომ დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სფეროში მკაფიო ვალდებულებების აღების საფუძველზე მიიღო. ამ ვალდებულებების დარღვევებს შედეგები მოჰყვება.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ვალდებულებები არაერთხელ დაარღვია და ევროკავშირის რეკომენდაციები კურსის შეცვლასთან დაკავშირებით უგულებელყო.
საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა”, – წერია ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ ქარდში.
საელჩოს მიერ გავცრელებულ ქარდებში ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ქართული ოცნების ჩინვონიკები, ვინც ევროკავშირის ტეროტირიაზე შეეცდებიან შესვლას რიგითი მოქალქის პასპორტით, შესაძლოა, საერთოდ აუკრძალონ შესვლა ევროპის 27 ქვეყანაში.
“2026 წლის 6 მარტიდან, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ.
ამ გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ყველა ქვეყანა შეასრულებს, გამონაკლისის გარეშე.
ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო მითითებები, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულებაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას არ გამოიყენებენ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტს, შესაძლოა ევროკავშირში შესვლა შეეზღუდოთ.
საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლით სარგებლობას კვლავ გააგრძელებენ.” – წერია განცხადებაში.
