ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ეხმაურება
“დღეს ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. საქართველომ არაერთხელ უგულებელყო ევროკავშირის რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვია. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ” – განცხადეს მათ.
