Saturday, March 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული” – ანიტა ჰიპერი

March 6, 2026
“მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული” – ანიტა ჰიპერი

ეს კანონი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეს – ასე ეხმაურება ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

ჰიპერმა დღევანდელ გამოსვლაში ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელზეც და ხაზგასმით თქვა, რომ ქალი ჟურნალისტის გასამართლება ასევე ცხადყოფს, რომ თავისუფალ ხმაზე რეპრესიები გრძელდება.

ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, ისევე როგორც ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

“ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ეს კანონი ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სივრცეს, აძლიერებს ფართომასშტაბიან კონტროლს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ საქმიანობაზე და ასევე მისი ბუნდოვანი ჩანაწერები ქმნის სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და რისკს, რომ მას თვითნებურად და შერჩევითად აღასრულებენ. ასევე მინდა ვთქვა მზია ამაღლობელის შესახებ. ჩვენ მკაცრად გავაპროტესტეთ მისი პატიმრობა. მისი გასამართლება ასევე ცხადყოფს, რომ თავისუფალ ხმაზე რეპრესიები გრძელდება.ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დევნის ან შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაზე, ასევე ძირს უთხრის დემოკრატიას, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ.
ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, ისევე როგორც ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული. ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება” – ანიტა ჰიპერი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს – დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge