ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის ცენტრში გაანადგურეს მიწისქვეშა სამხედრო ბუნკერი, რომლითაც აიათოლა ალი ხამენეი სარგებლობდა.
“ბუნკერი თეირანის ცენტრში, რეჟიმის ხელმძღვანელობის რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარეობდა და განკუთვნილი იყო ირანის რეჟიმის ლიდერისთვის, როგორც საგანგებო სიტუაციების უსაფრთხო სამართავი ცენტრი. ხამენეი ოპერაცია „ლომის ღრიალის“ მსვლელობისას იქნა ლიკვიდირებული მანამ, სანამ ბუნკერით სარგებლობას მოასწრებდა, თუმცა კომპლექსს კვლავ იყენებდნენ ირანის რეჟიმის მაღალჩინოსნები” – აცხადებს ისრაელის არმია.
ამავე ცნობით, ბუნკერი თეირანის ცენტრში რამდენიმე ქუჩის ქვეშ გადიოდა და მოიცავდა მრავალრიცხოვან შესასვლელსა და სათათბირო ოთახებს რეჟიმის მაღალჩინოსნებისთვის.
IDF აცხადებს, რომ ბუნკერზე იერიშები ხანგრძლივი სადაზვერვო პროცესისა და კვლევის შემდეგ, 50 გამანადგურებლით მიიტანეს.
