უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] დრონებმა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, მათ შორის ევპატორიის საავიაციო სარემონტო ქარხანასა და ჯანკოის აეროდრომთან არსებულ პოზიციებზე.
განადგურებულ ან დაზიანებულ სამიზნეებს შორის სახელდება ორი ერთეული Pantsir-S2 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ერთი ერთეული Mohajer-6 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, სატვირთო ავტომობილზე დამონტაჟებული ZU-23 ტიპის საზენიტო დანადგარი, ორი საწვავმზიდი (ავზები) და Forpost ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის მიწისზედა მართვის სადგური.
