ცნობილი ტელესახე გიორგი გილიგაშვილი ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. გილიგაშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია “პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას ამხნევებენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე გიორგის და, ნუცა გილიგაშვილი “ფეისბუქი” – ს პირადი გვერდის მეშვეობით მისი ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:
“მეგობრებო ბევრი მწერთ და აქ გიპასუხებთ. ღვთის წყალობით გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ კარგად, დაგვრჩა შემდეგი ეტაპი – სხივური თერაპია, რომელსაც ამ დღეებში გაიკეთებს და საბოლოოდ დავამარცხებთ სიმსივნეს.
ძალიან დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, დალოცვისთვის.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ“, – წერს ნუცა გილიგაშვილი სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/27476-2/
659 ნახვა