Friday, March 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

March 6, 2026
ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

ევროკომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შჩერებაზე – “ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა”.

“დღეს ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ამიერიდან მათ მოეთხოვებათ ვიზის ქონა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება.

ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.

ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება და საერთო ფასეულობების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა 2024 წლის ოქტომბრიდან, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

კომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება.

გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი ქვეყნების საკონსულოებისა და სასაზღვრო სამსახურებისთვის გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების მიზნით:
რეკომენდებულია ევროკავშირის საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ გაძლიერებული კონტროლის დაწესება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური მიზნით მგზავრობისას აუცილებლად დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტით უნდა ისარგებლონ (რომელზეც უკვე ვიზა იქნება საჭირო). წესების დარღვევამ შესაძლოა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის შემოწმება ეროვნულ და ევროპულ ბაზებში (VIS, SIS და ა.შ.).
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის გაცემისას რეკომენდებულია საფუძვლიანი შემოწმება, გასაუბრების ჩატარება და დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ვიზის გაცემაზე უარი უნდა ითქვას.

დროებითი შეჩერება ძალაში შედის დღეს და გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე. თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღმოფხვრის მმართველობისა და კანონის უზენაესობის პრობლემებს, კომისიას შეუძლია შეჩერების ვადა 24 თვემდე გაახანგრძლივოს. გარდა ამისა, კომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელების შესახებ. ამ პერიოდში ვითარების გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მოუწოდებს მათ, კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ პროცესში.

სახელმძღვანელო მითითებები წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საბჭოში 27 მარტს („სავიზო სამუშაო ჯგუფი“) წარედგინება. კომისია, წევრ ქვეყნებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება მათ იმპლემენტაციას. ” – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯარის ძარცვის საქმეში აზარტული თამაშების კვალი გამოჩნდა
  • “არ გამოვრიცხავ ივანიშვილმა გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს” – თინა ბოკუჩავა
  • „ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge