ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას გამომძიებელი რომიკო გოგიაშვილი აძლევს – სწორედ მის პატაკში გაჟღერდა თავდაპირველად ყოფილი გენ-პროკურორის და ძმებ მიქაძეების გვარი. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
დღეს სასამართლო დარბაზში რომიკო გოგიაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა ის, რაც 2025 წლის 5 აგვისტოს პატაკში წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად დაწერა – თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთად “დედ ჰასანის” შვილიშვილი სახელდება, რომელმაც ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი გადაუხადა.
დეტექტივ-გამომძიებელმა ასევე ისაუბრა ჯანგველაძის და ფარცხალაძე/მიქაძეების დაპირისპირებაზე, რომელიც მისი თქმით, ბიზნეს-დავებს უკავშირდებოდა. აღნიშნა ისიც, რომ წყარომ მას დეტალურად უამბო, თუ როგორ ვერ ბედავდნენ ფარცხალაძე და მიქაძეები ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაციას, მისი “კანონიერი ქურდი” ძმის გამო.
გოგიაშვილი დეტალურად ყვება, თუ როგორ შემოვიდა საქმეში გიორგი ჯოხაძე და მისი პირადი მცველი, გელა უძილაური, რომელმაც 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძეს 14 ტყვია ესროლა.
“წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ლევან ჯანგველაძეს ხშირი გადაკვეთი ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებთან. მათ შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში არაერთელ დაიძაბა დამაზულობა შეეხებოდა მოსკოვში ქართველების გავლენების თემებს და საქართველოდან გადაზიდვების, კერძოდ, ალკოჰოლის, სიგარეტის, „კარგო“-ს გადაზიდვების და ექსპორტის საკითხებს, თუმცა ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ვიდრე ლევან ჯანგველაძის მოშორების სხვა ინიციატორი არ გამოჩნდა მაინც ვერ ბედავდნენ კონკრეტულ მოქმედებებს, ლევან ჯანგველაძის გავლენების სამეგობრო წრის და მისი მის ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის გამო.
საბოლოო ჯამში მკვლელობის შემკვეთად და ინიციატორად სახელდება ე.წ კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის” შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს და მის ნათლი მირონს დავით მიქაძეს და მის ძმას გიორგი მიქაძეს დაუკავშირდა და ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა ლევინ ჯანგველაძის მკვლელობა, ვინაიდან ასლან უსოიანის ოჯახის ვერსიით ეს უკანასკნელი მოკლული უნდა იყოს ლევან და მერაზ ჯანგველაძეების შეკვეთით. ოჯახს იცოდა რომ ოთარ ფარცხალაძესა და მზეზს გიორგი და დავით მიქაძეებს პირადი ინტერესი ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის მიმართ და ამიტომ ამოარჩიეს ისინი ამ შეკვეთის შემსრულებლებად ვინაიდან მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა.
მკვლელობა იგეგმებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ძმებს გიორგი და დავით მიქაძეებმა და გიორგი ჯოხაძემ საქმის შესასრულებლად” არიჩიეს ძმები მიქაძეების მეგობარი და გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი. მათთან ახლო ურთიერთობაში მყოფი და სანდო ადამიანი გელა უძილაური, რომელიც თებერვალში რამდენიმე დღით გაუშვეს სახეოძნეთში იმისათვის რომ მკვლელის დაკავების შემთხვევაში ეჭვი ჰქონოდათ საბერძნეთში მყოფი ქართველი, ე.წ კანონიერი ქურდებისკენ, რომლებიც ასევე მტრობდნენ ძმებ ლევან და მერამ ჯანგველაძეებს. საბერძნეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გელა უძილაური შეხვდა. აღმაშენებლის ხევიანზე მდებარე სასტუმრო „თბილისი თაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ჯოხაძეს, რომელიც თავის მხრივ შეზ მიქაძეებთან ერთად გეგმავდა მკვლელობის დეტალებს, გელა უძილაური მეორე დღიდან დაუდგა ლევან ჯანგველაძეს, რომელიც შვილთან ერთად იყო ჩამოსული საქართველოში და bilირად სტუმრობდა სასტუმრო „ამჩახადორს“. იმ პერიოდში გელა უძილაურმა ვერ მოახერხა
„საქმის შესრულება“ რასაც აბრალებდა ჯანგველაძის შვილს, ვინაიდან სულ თან ახლდა მას და ასევე სხვა ფაქტორებს. ამაზე ძმებმა მიქაძეებმა და გიორგი ჯოხაძემ სერიოზულად უსაყვედურეს გელა უძილაურს და აუხსნეს რომ საქმე ყველა ვარიანტში ძალიან სწრაფად იყო შესასრულებელი, ოპერატიული წყაროს თქმით ზუსტად ამის გამო იყო, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე გელა უძილაურმა შუა ვაკეში, კამერების წინ მოკლა ლევან ჯანგველაძე, რადგან მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ დროის მოკლე ვადაში სისრულეში უნდა მოეყვანა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.
წყარო ასევე ამბობს რომ გელა უძილაურს დღემდე უთვლიან ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე და აიმედებენ, რომ მას „მიხედავენ“ და დიდი ხანი ციხეში ჯდომა არ მოუწევს”, – განაცხადა რომიკო გოგიაშვილმა სასამართლოზე.
