პოლონეთში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა საფუძვლით სულ 1,944 პირი დააკავეს, მათგან 147 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. მათ შორის ყველაზე მეტი – 91 პირი უკრაინის მოქალაქეა, ხოლო 14 საქართველოს მოქალაქე. სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2-3 მარტს ჩატარდა.
პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა. დაახლოებით 140 დაკავებულის მიმართ, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ, დეპორტაციის პროცედურები დაიწყო. დაკავებულთაგან რამდენიმე პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაშიცაა. რა ბრალდებებით არიან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, უცნობია.
