კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრე დუგინმა პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მცდელობები პრეზიდენტის ალყაში მოსაქცევად.
მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი დარწმუნდება, რომ არსებობენ სხვა რუსი ლიდერები, რომლებიც დასავლეთის მიმართ უფრო დამთმობები იქნებიან, ვიდრე პუტინი – “მაშინ რა შეუშლით ხელს, რომ იგივე სცენარი აქაც სცადონ?”
“ჩვენი პრეზიდენტი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ის ფიგურაა, რომელზეც ყველაფერი დგას ჩვენს ქვეყანაში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც კი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ის არის ის, ვინც აკავებს პროცესებს…
მაგრამ თუ ამერიკელები და თავად ტრამპი დარწმუნდება, რომ არსებობენ სხვა რუსი ლიდერები, რომლებიც დასავლეთის მიმართ უფრო დამთმობები იქნებიან, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი, მაშინ რა შეუშლით ხელს, რომ იგივე სცენარი აქაც სცადონ? სწორედ ასეთი გათვლა იყო ირანში, როდესაც ამ ქვეყნის სუვერენი ლიდერები ფიზიკურად გაანადგურეს, რადგან ისინი ატარებდნენ პოლიტიკას, რომელიც ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა” – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა.
