მილიონერების ფასების კომისია – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი საკვების გაიაფების დაპირებით შეკრებილი ოცნების მდიდარი დეპუტატების საქმიანობას პარლამენტში.
ზურაბიშვილს კითხვა ფასების კომისიაზე Facebook ლაივში დაუსვეს, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სახეზეა ორმაგი სტანდარტი. ერთის მხრივ “ოცნების” მდიდარი დეპუტატები განიხილავენ, თუ რატომ გაიზარდა პროდუქტებზე ფასები, მეორეს მხრივ კი გაიაფებული ცხოვრების ნაცვლად, ვხედავთ რომ სპეცრეისები ინიშნება იმისთვის, რომ კონფლიქტის ზონებს მდიდარი დამსვენებლები გამოარიდონ.
“მილიონერების ფასების კომისია შეიქმნა პარლამენტში. ანუ ქალბატონ წილოსანს უნდა ვკითხოთ რატომ გაიზარდა ფასები. ჩვენი მილიარდელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია გაუშვან სპეც. რეისები დუბაიში რომ ჩამოიყვანონ იქიდან მილიარდერი დამსვენებლები. ვიდრე კოვიდის დროს ხალხის ჩამოყვანას როვ ვითხოვდით. და დღეს თურმე დუბაის დამსვენებლებზე ფიქრობენ და დარდობენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
