წინასწარმჭვრეტელ ლელა კაკულიას “ფეისბუქი”-ს ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება მცირე ამონარიდები გასული წლების წინასწარმეტყველებებიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2010 წელი, 20 იანვარი
მსოფლიო იძაბება. სახელმწიფოებს უჭირთ ურთიერთგაგების პოლიტიკის გატარება (და არამხოლოდ ეს). თითქოს ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს და ერთმანეთისა არ ესმით.
განსაკუთრებით იძაბება ევროპა. ევროპის სახელმწიფოები დაყოფილები არიან და უჭირთ ერთიანი პოლიტიკის გატარება. თავის მხრივ, ამერიკას უჭირს მათთან ლაპარაკი, ვინაიდან დაგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომლებზეც უნდა შეთანხმდნენ და სასწრაფოდ იმოქმედონ — ვინაიდან ირანის ბირთვულ იარაღზე საშიში რუსული პოლიტიკაა, ძალიან, ძალიან საშიში მთელი სამყაროსთვის.
ევროპის რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ კი ფარული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთს და ორმაგი თამაში გააბა. ვხედავ, მომავალში ეს თამაში ევროპას ძალიან ძვირი დაუჯდება.
რუსეთს სხვა ინტერესები აქვს — საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს. თუ საქართველოში შემოიჭრნენ და მსოფლიო პოლიტიკას შეაფურთხეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ევროპასთან მიმართებაში რაღა შეაჩერებთ, მითუმეტეს, როცა ევროპა იქეთ უძვრება რუსეთს?
თუმცა ვხედავ, ევროპა (ეს მრავალჯერ აღვნიშნე) იძულებულია ითამაშოს. მათ ძალიან კარგადაც იციან, რომ ეს ყოველივე დროებითია და რუსეთი არანაირად არ არის სანდო პარტნიორი. ამიტომ გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი კი ძალიან კარგად იციან, სადაც არის: თუ ევროპამ ენერგორესურსები ბოლოს და ბოლოს, საქართველოს გავლით არ მიიღო, მომავალში რუსული ჩექმა მათთანაც გაივლის.
ვხედავ, ის პროექტები, რომლებიც საქართველოში მილების გაყვანას ეხება და რაც აგრერიგად მნიშვნელოვანია ევროპისთვის, განხორციელდება, მიუხედავად იმისა, სურს ეს რუსეთს თუ არა.
დიახ, გაზისა და ნავთობის მილები გაივლის ზუსტად საქართველოს აბრეშუმის გზაზე და ეს რუსეთის გადასაწყვეტი ვერ იქნება. რუსული პოლიტიკა ვერ გატარდება საქართველოში.
ვიმეორებ: რუსებს საკუთარი მიწები გაუხდებათ დასაცავი. ვხედავდი და დღესაც ვხედავ, რომ მათ კოსმოსი მოუვლენს უდიდეს გასაჭირს; ასევე მუსლიმებსაც. დღეს ვისაც ეხმარებიან, ზუსტად ისინი უღალატებენ.
რუსეთის ღია მცდელობა საქართველოს სრული ანექსიისა, ჩაფუშული გემაა, ასრულება არ აწერია. რუსეთი მომავალში აუცილებლად დატოვებს კავკასიას. დღეს შეიძლება ეს მათთვის ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს ასპროცენტიანი რეალობაა, რომელსაც რუსეთი ვერ გაექცევა.
მთელი კავკასია აუმხედრდება რუსეთს. ეს ისეთი გაერთიანებული ძალებია, რომლებსაც ის ვერ მოერევა. ქვეყნებს შორის დათესილი სიძულვილი და ბოროტება რუსეთს უკან მიუბრუნდება. ცნობილი მეთოდი — დაყავი და იბატონე — ვეღარ გაამართლებს.
ვხედავ დიდ ომებს — ომებს, საიდანაც საქართველო გამოძვრება და გადარჩება. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს საქართველოში ტარდება, შეუქცევადია. მაგრამ ამაზე დიდი უბედურებაც გადაუტანია ჩემს საყვარელ სამშობლოს, ჩემს საყვარელ ქართველებს და ამასაც გადაიტანს, ვხედავ. ამაში, რა თქმა უნდა, კოსმოსის ხელი ურევია.
ზოგიერთი პოლიტიკოსის რუსეთში სირბილი კრახით დამთავრდება. მათ ჰგონიათ, რომ ხალხს რუსეთი სჭირდება და ხალხი მათ მხარს დაუჭერს. ვხედავ, რომ ეს დიდი შეცდომაა. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში მოიმოქმედა 9 აპრილიდან დღემდე, როგორ შეიძლება თქვენ, პოლიტიკოსებო, იფიქროთ, რომ ხალხი რუსეთს ტაშს დაუკრავს და თქვენ გამოგყვებათ? თქვენი პოლიტიკური ნაბიჯები და ქმედებები სხვის წისქვილზე ასხამს წყალს. თქვენი ანალიზები არასწორია, როგორც თავის დროზე, ოპოზიციისა, და ამიტომაც წააგეს; თანაც ისე, რომ ხალხს მათი სახელების გაგონებაც არ უნდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება: ირბენთ კრემლში რუსებთან, ხელს არავინ შეგიშლით და თვითონვე მოხვალთ წინააღმდეგობაში.
ფრთხილად! ვხედავ ხალხის ძალიან გაღიზიანებულ სახეებს. რატომ გავიწყდებათ, რომ საქართველოს ყველა უბედურება რუსეთისგან სჭირს და რატომ გგონიათ, რომ საქართველო ამას აპატიებს? მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ. ხალხი, ჩემი საყვარელი ხალხი, უგუნური კი არ არის.
იქნებ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა? სწორედ აქ ცდებით. საქართველოსთან მიმართებაში არანაირი ბინძური თამაში არ მოსულა!
დიახ, ქართველი ერი არ შეეგუება სამშობლოს ანექსიას, ძირძველი ქართული მიწების დაკარგვას და არც თქვენს რუსულ გარიგებებს. ფრთხილად!!!
რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შედეგს არ გამოიღებს. ის კი არა, თანამეგობრობაც იშლება. რუსეთთან ურთიერთობა არავის სურს მომავალში.
საქართველოს შიდა პოლიტიკაში კი ჩნდებიან ახალი პარტიები, ახალგაზრდა ლიდერები, ახალი ოპოზიცია იბადება და ეს ძალიან საინტერესო იქნება ხალხისთვის. ძველი, ასე ვთქვათ, ოპოზიცია, მათ როგორც საშიშ მეტოქეს, ისე მიიღებს და ატყდება ისევ შიდა ომები. მაგრამ ვერ მოერევიან. ისინი პროდასავლური პოლიტიკის გამტარებლები არიან და რუსეთის კარზე მორბენალ ოპოზიციას უამრავ ფაქტს დაულაგებენ წინ — რაც ჩემი ხალხისთვის ძალიან საინტერესო იქნება, ვინაიდან კოსმოსი ბევრს მოხსნის ნიღაბს.
‼️ მე კი ჩემს ხალხს ვურჩევდი: თქვენს მიწებს მიხედეთ, მოიყვანეთ მოსავალი, იყოლიეთ ფრინველი თუ საქონელი, დაამუშავეთ ნაკვეთები მამაპაპური წესით, პოლიტიკას კი უფალი ჩააყენებს თავის კალაპოტში – ყველაფრის მიუხედავად, მაინც სწორ მიმართულებებს მისცემს, შადიმანებსა და საქართველოს გამყიდველებსაც პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. არავის შერჩება ხალხისა და ერის ღალატი. ასე იყო და ასე იქნება!
ვიმეორებ: საქართველო ერთ-ერთი ძლიერი — პატარა, მაგრამ ძლიერი ევროპული სახელმწიფოა მომავალში, შესულია ნატო-ს შემადგენლობაში და რუსეთი ამ პროცესებს ვერ შეაჩერებს.
<…> ამერიკა ყოველთვის უსწრებდა რუსეთს და დღესაც ზესახელმწიფოდ რჩება. ასე რომ, მითი რუსეთის ძლიერების შესახებ ძალიან მალე ბოლომდე დაინგრევა. რუსეთი ძლიერი ზესახელმწიფო მხოლოდ პატარა საქართველოსთანააб კუნთებს ათამაშებს და შორიდან მაყურებელი ქვეყნებისთვის რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ამას ვითომ ვერ ხედავენ.
მოკლედ, ეს ბინძური პოლიტიკა და აგრესია საქართველოს მიმართ მალე დასრულდება, იმიტომ, რომ საქართველო იბრუნებს არა მარტო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, არამედ თითქმის ყველა დაკარგულ ტერიტორიას.
რუსეთმა აგრესიის გზა აირჩია, მაგრამ იგი ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ნატო-ში მის ინტეგრაციას და ვერც ევროსაბჭოში დაბლოკავს.
მთავარი ის არის, რომ მსოფლიო პოლიტიკა ძალიან დაიძაბება, ისე, როგორც არასდროს. მაგრამ ვხედავ, ეს სიტუაცია საქართველოს სასარგებლოდ იმუშავებს.
განსაკუთრებით აირევა ევროპა. იწყება მუსლიმთა მოქმედებები. ისინი ხმას აიმაღლებენ და ავტონომიურ რესპუბლიკებსაც კი მოითხოვენ, მაგრამ მუსლიმები ევროპას დატოვებენ. ამის გაკეთება მაინც მოუწევთ ევროპის წამყვან ქვეყნებს, ვინაიდან მუსლიმები (და არამხოლოდ მუსლიმები) უფრო მეტნი არიან ამ ქვეყნებში, ვიდრე საკუთარი მოსახლეობა.
ვხედავ, მომავალში საქართველო თავს არ იკლავს ტოლერანტობით. პირიქით, ძალიან შეიცვლის საკუთარ შეხედულებებს და შინაურ საკითხებს ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. ანუ უფრო მეტი ქართველი, არავითარი შემოსახლებულებები საქართველოს ტერიტორიებზე, სიტყვა „ავტონომია“ ამოიშლება ქართული პოლიტიკიდან, ანუ აღარ იარსებებს ავტონომიური რესპუბლიკები.
დღეს კი, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება ქართულ პოლიტიკაში, დიდი ცვლილებები იქნება მთავრობაშიც და ასევე არარსებულ ოპოზიციაშიც.
ვხედავ და ვიმეორებ, რომ რუსული ვოიაჟები სრული კრახით დამთავრდება. ქართველი ხალხი რუსეთს არ ენდობა. ეს უბრალოდ ყველაფერს კი არ ნიშნავს, არამედ საქართველოს ბედს წყვეტს. არავინ გამოვა რუსული ლოზუნგებით, არ დაიძახებენ, რომ ჩვენ ძმები ვართ. ეს ხომ სასაცილოა.
ერთი სიტყვით, რუსის ჯარის პარპაში ქართულ მიწაზე ძალიან მალე დასრულდება. უბრალოდ, ასრულდება მათზე დანახული წინასწარმეტყველებები. ხოლო ხალხის უნდობლობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
რაც შეეხება უკრაინას: მე 2004-2005 წლებში ვიწინასწარმეტყველე და კიდევ უფრო ადრე, 90-იან წლებში აღვნიშნე, რომ უკრაინა საქართველოს დიდი მეგობარი გახდებოდა. დღეს ასეც არის.
‼️ მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ქართული პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ეს ასე არაა. ყველა საკუთარ ჯვარს ზიდავს. ქართული პოლიტიკა ამერიკულ პოლიტიკასთან ასოცირდება. ნახავთ, რომ საქართველო, როგორც შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო, ცალკე განიხილება ევროსაბჭოში, ვინაიდან საქართველოს ბედისწერით სულ სხვა რამ აქვს გადასატანი, უკრაინა კი თავისი გზით მიდის.
ვხედავ, კრემლი ვერ გაატარებს საკუთარ პოლიტიკას უკრაინაში. მთელი რუსეთის მთავრობა რომ გადაბარგდეს უკრაინაში, მაინც არაფერი გამოუვათ. ვინც უნდა მოვიდეს უკრაინის პრეზიდენტად, რუსეთს მაინც უდიდეს დარტყმებს მიაყენებს. სხვათაშორის, ეს ძალიან მოულოდნელი და დიდი დარტყმა იქნება კრემლის ბინადართა მიმართ.
ერთი სიტყვით, რუსული პოლიტიკა წააგებს უკრაინაში. ერთი პერიოდი იქნება დროებითი სიმშვიდე, მერე კი უცბად აირევა ყველაფერი. აქ ამერიკის ხელი ურევია, რა თქმა უნდა.
ამერიკას არ სძინავს და ის, რაც შექმნეს, არავის მისცემენ უფლებას, რომ დაანგრიოს. ამ საკითხზე ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთმანეთს ხმამაღლა დაელაპარაკება. ისევ რუსეთი გაჩუმდება, ვხედავ.
უკრაინას წინ რთული პერიოდები ელის. ეს არის ბრძოლები რუსეთთან, რომლებიც აუცილებლად გაიმართება. ვიმეორებ: რუსეთი ვერ იბატონებს უკრაინაში!
ასევე კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ შავ ზღვაზე რუსეთი ბევრ მტერს გაიჩენს და პირველი მათ თურქეთი დაუპირისპირდება. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც აუმხედრდებიან. რუსული ხისტი და თავაშვებული პოლიტიკა, ვხედავ, ყველას ყელში ამოუვიდა. ასე რომ, შავ ზღვასთან დაკავშირებით რუსეთს დიდი პოლიტიკური ომები ელის.
საქართველოს ნაპირებთან ამერიკული სამხედრო გემები დგებიან. ეს იქნება სიგნალი რუსეთის მთავრობისთვის, ჩვენ ვიცავთ საქართველოს და რუსმა უნდა დატოვოს საქართველოს მიტაცებული ტერიტორიებიო. აქ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც ამერიკისკენ გადაიხრებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსებს.
ვხედავ, ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ყველაფერი ზუსტად ასე ასრულდება. საქართველოს შეიარაღება, რაკეტების განთავსება და ნატოში ინტეგრაცია მოხდება ძალიან სწრაფი ტემპით. დღეს ზუსტად ასე დგას საკითხი საქართველოს მიმართ.
ჩემი საქართველო გადარჩება მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს გაუჭირდება და დიდი კატაკლიზმები იქნება პოლიტიკასა თუ ბუნებაში.
საქართველო ნამდვილად გადარჩება! დღეს ისევ ბეწვის ხიდს გავდივართ, ჩემო ქართველებო, მაგრამ მაინც გავიმარჯვებთ.
• 1987 წელს ვიხილე, რომ ვაზი იკაფებოდა, მაგრამ ქვიშასავით მრავალი ქართველის დაბადებაც ვიხილე;
• ვიწინასწარმეტყველე სოფლის მეურნეობის აღორძინება, განსაკუთრებით მესაქონლეობისა, რომ მთელი საქართველო ივსებოდა ცხვრის ფარით, დასავლეთში კი მეძროხეობა იკიდებდა ფეხს;
• რომ ქართულ მიწაზე მოყვანილი მოსავალი — ბოსტნეული თუ ხილი, საუკეთეოა და ნატურალური;
• რომ უცხო ქვეყნის თესლი ვერ აღმოცენდებოდა ჩვენში.
1994 წლის 1 აპრილის წინასწარმეტყველება, რომელიც სოფლის მეურნეობას შეეხება — ეს არის ის, რაც საქართველოსა და ჩემს საყვარელ ხალხს ფეხზე წამოაყენებს.
‼️ მომავალში, ვიცი და ვხედავ, ყველა და ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები კი არა! ისინი საუკუნეთა განმავლობაში იარსებებს, ვინაიდან ასეთია ნება კოსმოსისა.
‼️ მე კი არ ჩავბარდები ისტორიას, ისტორია თვითონ მომიკითხავს და ქართველები მთელ მსოფლიოს აუფრიალებენ ჩემს დანახულსა და ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს. იმდენი სიმართლეა ჩემს წიგნში და ისეა ასახული მომავალი მთელი მსოფლიოსი, რომ გაოცებას ვერავინ დამალავს.
იმ დროს:
• საქართველოს ყველა დაკარგული ტერიტორია დაბრუნებული ექნება;
• ბოსფორის სრუტე თავისუფალი ზონაა, შავ ზღვას ამერიკა აკონტროლებს;
• თურქეთის სახელმწიფოს უჭირს — არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ბევრი რამ დააკარგვინა, დაწყებული ტრაპიზონით, რომელიც, ვხედავ ისევ საქართველოს ეკუთვნის, დამთავრებული ქურთებით, რომლებსაც საკუთარი ავტონომია აქვთ, მერე კი ვხედავ რესპუბლიკას;
• რუსეთი კი ისევ იბრძვის — არა კავკასიაში, არამედ თავის შორეულ აღმოსავლეთში. ცდილობს, უკან დაიბრუნოს მიწები ჩინელებისგან და ის კუნძულები, რომლებიც იაპონიამ წაართვა.
ასე რომ, დიდ პოლიტიკაში დღეს დაშვებული შეცდომები არცერთ სახელმწიფოს არ მიეტევება. ასეთია თამაშის წესები პოლიტიკაში: რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ფრთხილად!”