Thursday, March 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი” – ირაკლი ზარქუა

March 5, 2026
„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში და ოკეანეში უნდა გადააგდოს“ – ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

x

რა ცხრა პარტია? ესენი არიან ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობა“, რომელიც მათი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი – ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „ოპოზიციურ ალიანსზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი სასაცილო მდგომარეობაშია.

„ერთი თხოვნა მაქვს მედიასთან – რა ცხრა პარტია გაერთიანდა? გაჩერდით! ხუმრობთ, ხუმრობთ – გასაგებია, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება სერიოზულად მიიღოს. რა ცხრა პარტია – ესენი არიან ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობა“, რომელიც მათი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი.

როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი სახე პოლიტიკაში „ნაცმოძრაობის” გენპროკურორი? როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი სახე „ნაცმოძრაობის“ ზონდერი, ბატონი მელია? როგორ უნდა ყოფილიყო „ნაცმოძრაობის“ უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია მის მეუღლესთან ერთად, ახალი სახე? ის ცუცქირიძე ახალი სახე არისო, კინაღამ მეც შევედი შეცდომაში – „ნაცმოძრაობის“ 2008 წლის არჩევნების ჩვეულებრივი გამყალბებელი.

ეს არის ერთი დიდი მწვალებელთა პარტიის დანაყოფები და პირიქით, მადლობა მათ – ჩვენ, მმართველი პარტია, მივესალმებით მათ გაერთიანებას. ქართველი ხალხის თვალში, ვისაც ოდნავ მაინც ეჭვი ეპარებოდა იმაში, რასაც ვამბობდით, რომ ესენი არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობაო“, ზუსტად ერთი-ერთში ახდა.

ერთი კითხვა მაქვს: ის ბელადი სად ჰყავთ? თვითმარქვია პრეზიდენტი? რატომ არ არის ჩართული პროცესში? სად არის ქარტია? სად არის ხელმოწერები? სად არის ის რაღაც, რომ ანგრევდნენ ქვეყანას და გადატრიალებას აკეთებდნენ? სალომემ არ გაამართლა, მაგრამ ის მზეთუნახავი რატომ ჰყავთ გამოკეტილი იქ? სასაცილო მდგომარეობაში არიან, ვის აბოლებენ? რა ახალი სახეები, რა ახალი პარტია? რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ. ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი”, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ზარქუა გამოეხმაურა ალიანსის განცხადებას, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების საპასუხოდ გაკეთდა, და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხრიდან ლეგიტიმაციის აღიარების საკითხი უინტერესოა.

ზარქუას თქმით, საპასუხოდ მმართველ გუნდში “აღიარებენ მათ, როგორც “კარენოი” „ნაცმოძრაობას“.

„ჩვენ, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა მოგვცა ლეგიტიმაცია, ეს ერთი. მეორე: ჩვენს სამეზობლოში გვაქვს ლეგიტიმაცია. მესამე: ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, რომლებთანაც ურთიერთობა გაგვიფუჭა წინა ადმინისტრაციებმა და აი ამ უსამშობლოებმა, მათთან ახალი ფურცლიდან ვიწყებთ.

თუ ეს „ნაცების“ ალიანსი არ გვაღიარებს, ამით არა მგონია… ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც “კარენოი” „ნაცმოძრაობას“ და ეს გადაეცით.

ჩვენთვის ეს უინტერესოა. პირიქით, მადლობა მათ, რომ თუ ვიღაცა ორჭოფობდა, რომ ესენი ახალი სახეები არიან, ცხადი გაუხადეს რომ ესენი არიან „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მწვალებელთა პარტია, სახელმწიფო მიტაცების, რეკეტის სიმბოლოები და შესაბამისად, არიან ერთად იქ, სადაც უნდა იყვნენ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დრონი, რომელმაც კვიპროსში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
  • ამინდი გაუარესდება… – უახლოესი დღეების პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
  • სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – დაკავებულია 14 პირი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge