პარლამენტში ფასების დამდგენი კომისიის სხდომაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოში როგორც საკვები, ისე ჰიგიენური საშუალებები შემოაქვთ, ამბობენ, რომ მწარმოებლები საქართველოს აღიქვამენ, როგორც ძვირ ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირად სწორედ ამიტომ არის შესყიდვის ფასი უფრო მაღალი.
მათი თქმით, თუ გადახდის პერიოდი დამოკლდება, მნიშვნელოვან შედეგს მისცემთ.
“2025 წლის დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენი პროდუქტის ფასი, ბრენდებს გააჩნია, მაქსიმუმ ალბათ 2%-ით [გაიზარდა], ისიც დიდწილად დამოკიდებულია შესასყიდ ფასზე, რომელსაც მწარმოებელი კომპანია უდგენს დისტრიბუტორს.
დისტრიბუტორს უწესებს ყველა თავის საოპერაციო ხარჯის კომპონენტსაც, მოგების კომპონენტსაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ცდება 3%-ს და კარგ შემთხვევაში არის 5%.
“დანონის” შემთხვევაში რაც შეგვიდარებია დიდი სხვაობა არ არის [ევროპისა და საქართველოს ფასებს შორის], დაახლოებით 5%-იანი სხვაობაა, თუმცა არის ბრენდები, სადაც არის იგივე თურქეთთან მიმართებაში საკმაოდ დიდი სხვაობები. ჩვენთან უფრო ძვირია.
ხშირ შემთხვევაში არის დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, თუნდაც თურქეთი და სხვა, ჩვენ ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირ ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესასყიდი ფასები უფრო მეტი. […]
საკონსიგნაციო პერიოდი, რომელიც მეტ-ნაკლებად მაგაში მერყეობს, მაგაში ვეტევით, მაგრამ თვითონ ეგ არის მაღალი. კი ბატონო [თუ დამოკლდება გადახდის პერიოდი მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს],” – ამბობს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი.
